განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პროფესიული კოლეჯის - „სპექტრი“ წარმომადგენლებს შეხვდა და კოლეჯის რამდენიმე კურსდამთავრებულს BTEC-ის საერთაშორისო დიპლომები გადასცა.
საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“ 2016 წელს მონაწილეობა მიიღო, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA) მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) საგრანტო კონკურსში , რომელში გამარჯვების შედეგად 2017 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Pearson Education Limited) ავტორიზაცია გაიარა , რის საფუძველზეც 2017 წლის შემოდგომიდან კოლეჯი ახორციელებს სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკკური და ეკონომიკური საბჭოს (BTEC) საერთაშორისო აღიარების 7 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
1. შემდუღებელი
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 6.3 თვე;
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 8.6 თვე.
2 შემდუღებელი
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 14 თვე;
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 19 თვე.
3. ელექტროობა
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 9 თვე;
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 11 თვე.
4. ელექტროობა
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 11 თვე;
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 16 თვე.
5. ჰაერის კონდიცირება
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ჰაერის კონდიცირებაში
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 8.6 თვე;
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13 თვე.
6. წყალარინების სისტემები
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია წყალარინების სისტემების ექსპლუატაციაში
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 8.4 თვე;
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13 თვე.
7. წყალმომარაგების სისტემები
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაციაში
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 8.6 თვე;
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13.3 თვე.
სწავლის დასრულების შემდგომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს 130- მდე ქვეყანაში აღიარებული BTEC-ის საერთაშორისო დიპლომები გადაეცემათ.



