სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ 2015 წლის რეგისტრაცია ხორციელდება 10 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის.
• პრეტესტის ჩატარდების დრო: 28 მარტი;
• ტესტირების ჩატარდების დრო: 29 მარტი;
• სწავლის დაწყების თარიღი: 27 აპრილს.
საბუთების შემოტანა შეგიძლიათ ყოველ დღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა.
რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბაზო/საშუალო ან დიპლომის ასლი;
- 2 სურათი (3x4);
- რეგისტრაციის ფურცელი.
რეგისტრაციის მსურველებმა იხილეთ კოლეჯის „სპექტრი“ პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი და პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები.
|
მიმართუ |
პროგრამის კოდი |
პროგრამის დასახელება | ტესტები, რომელიც უნდა ჩააბაროს აღნიშნულ პროგრამაზე პროფესიულმა სტუდენტმა | |
| ბიზნესი | 20151 | ბუღალტერი | საკანცელარიო უნარების ტესტი | ტესტი მათემატიკაში |
| 20356 | ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) | |||
| ინჟინერია | 40151 | ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი) | საბაზო აკადემიური უნარების ტესტი | ტესტი უცხო ენაში (არჩევით) |
| 40154 | კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი | |||
| 40557 | ელექტრიკოსი | მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი | ტესტი მათემატიკაში | |
| 040652 | კალატოზი | |||
| 040653 | მებათქაშე | |||
| 040654 | მეფილე-მომპირკეთებელი | |||
| 40665 | თაბაშირმუყაოს სპეციალისტი | |||
| 40668 | საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი | |||
| 40676 | ზეინკალ-სანტექნიკოსი | |||
| 40650 | ძრავის შემკეთებელი | |||
| 40652 | ავტომობილის ზეინკალი | |||
| 40657 | მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი | |||
| 41351 | გარემოს დაცვის ტექნიკოსი | |||
| 41352 | სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი | |||
| 041272 | შემდუღებელი | |||
პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:
• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;
• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
• საკანცელარიო უნარების ტესტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
245 63 63 (123) ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში.
გისურვებთ წარმატებას!