
შეფასების ფორმები და კრიტერიუმები
I.მოტივაციური გასაუბრება
მოტივაციური გასაუბრებით შერჩევისას აპლიკანტს დაუსვამენ შეკითხვებს მისი მოტივაციის დასადგენად. აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხების შესაბამისად კომისია განხორციელებს მისი მოტივაციის შეფასებას შემდეგი 6 კრიტერიუმით:
1) პროფესიული ცნობისმოყვარეობა;
2) ინფორმაციიის ფლობა პროფესიის შესახებ;
3) მსგავსი სამუშაოების შესრულებით დაინტერესება;
4) პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები და პიროვნული მახასიათებლები;
5) პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებული მიზნები;
6) კომუნიკაციური უნარჩვევები.
1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კრიტერიუმის შეფასების დადებითი მაქსიმალური ქულაა 15 - უარყოფითი ქულაა - 0; მე-5 და მე-6 კრიტერიუმის შეფასების დადებითი მაქსიმალური ქულაა 20 - უარყოფითი ქულაა - 0; შეფასების ჯამური მაქსიმალური ქულაა - 100 ქულა; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 25 ქულა; გასაუბრებისათვის საჭირო დრო 5 -15 წუთი; გასაუბრების ადგილი - ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი აუდიტორია, რომელიც აღჭურვილია ვიდესათვალთვალო სისტემით და სადაც ხდება გასაუბრების გადაღება და ჩანაწერის შენახვა გასაუბრების დასრულებამდე; გასაუბრება განხორციელდება იდივიდუალურად თითოეულ აპლიკანტთან ცალ-ცალკე.
კითხვები:
- გიცდიათ თუ არა ამ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიება? (რა გზებს მიმართავთ ინფორმაციის მოძიებისთვის? რატომ დაინტერესდით ამ ინფორმაციით? რა ტიპის წყაროს გაეცანით?)
 - თქვენი აზრით, რა სამუშაოებს ასრულებს ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანი? (რა მოვალეობები აკისრიათ ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს? რა პროდუქტს/მომსახურებას ქმნიან?)
 - თქვენი აზრით, რამდენად ანაზღაურებადია ეს პროფესია?
 - თქვენი აზრით, რამდენად მარტივია ან რთულია ამ პროფესიით დასაქმება?
 - სად და როგორ გეგმავთ პროგრამაზე სწავლის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენებას?
 - აქამდე თუ გქონიათ რაიმენაირი შეხება ამ პროფესიასთან? (რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამ პროცესში? რა გაგიჭირდათ ან გაგიადვილდათ ყველაზე მეტად?)
 - თქვენი პიროვნული მახასიათებლებიდან/თვისებებიდან ყველაზე მეტად რომელი გამოგადგებათ ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად?
 - რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
 - სად ხედავთ თქვენს თავს რამდენიმე წლის შემდეგ?
 - რომ არა ეს პროფესია, რომელ პროფესიას აირჩევდით და რატომ? (თუ სხვა პროფესიაში უფრო მეტად ხედავთ საკუთარ თავს, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროგრამაზე ჩაბარება?
 
| 
 მოტივაციური გასაუბრების შეფასება  | 
||||||
| 
 1  | 
 პროფესიული ცნობისმოყვარეობა  | 
|||||
| 
 
  | 
 ძალიან კარგი - 15 ქულა  | 
 კარგი - 10 ქულა  | 
 დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა  | 
 მიუღებელი - 0 ქულა  | 
||
| 
 2  | 
 ინფორმაციის ფლობა პროფესიის შესახებ  | 
|||||
| 
 
  | 
 ძალიან კარგი - 15 ქულა  | 
 კარგი - 10 ქულა  | 
 დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა  | 
 მიუღებელი - 0 ქულა  | 
||
| 
 3  | 
 მსგავსი სამუშაოების შესრულებით დაინტერესება  | 
|||||
| 
 
  | 
 ძალიან კარგი - 15 ქულა  | 
 კარგი - 10 ქულა  | 
 დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა  | 
 მიუღებელი - 0 ქულა  | 
||
| 
 4  | 
 პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები და პიროვნული მახასიათებლები  | 
|||||
| 
 
  | 
 ძალიან კარგი - 15 ქულა  | 
 კარგი - 10 ქულა  | 
 დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა  | 
 მიუღებელი - 0 ქულა  | 
||
| 
 5  | 
 პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებული მიზნები  | 
|||||
| 
 
  | 
 ძალიან კარგი - 20 ქულა  | 
 კარგი - 15 ქულა  | 
 დამაკმაყოფილებელი - 10 ქულა  | 
 მიუღებელი - 0 ქულა  | 
||
| 
 6  | 
 კომუნიკაციური უნარჩვევები.  | 
|||||
| 
 
  | 
 ძალიან კარგი - 20 ქულა  | 
 კარგი - 15 ქულა  | 
 დამაკმაყოფილებელი - 10 ქულა  | 
 მიუღებელი - 0 ქულა  | 
||