ვაკანსია - საგანმანათლებლო პროგრამის "ელექტროობა" მასწავლებელი, კვალიფიკაცია - „საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში“

  • ვაკანსიის დასახელება: მასწავლებელი
  • ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი
  • შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა

სსიპ კოლეჯ „სპექტრში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“, მისანიჭებელი კვალიფიკაცია - „საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში“ პროფესიულ/დარგობრივი მოდულების მასწავლებელი

  • პასუხისმგებლობის საზღვრები

მასწავლებელი ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან. მისი პასუხისმგებლობა, მოვალეობები და ამოცანები განისაზღვრება სსიპ კოლეჯ „სპექტრის“ შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ხელშეკრულებითა და დაწესებულების სხვა მარეგულირებელი აქტებით.

  • სამუშაო პირობები

სარგო: საათობრივი ანაზღაურება - 15 ლარი (დარიცხული)
დაწესებულება და სამსახურის ადგილმდებარეობა: სსიპ კოლეჯი „სპექტრი“, მისამართი: ქ. თბილისი, ბ. ჭიჭინაძის ქ. #10;
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერი.

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველი დარგი/სპეციალობა: ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: მაგისტრი
სასურველი სამუშაო გამოცდილება: ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
სასურველი უცხო ენა: ინგლისური
მინიმალური მოთხოვნა: უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების V საფეხური ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
მინიმალური კომპეტენცია: "საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ"

  • სხვა სპეციალური მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია, საკონკურსო დოკუმენტაცია, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს კოლეჯის საკონკურსო კომისიის მდივანს. ამ პირობების დარღვევა და ერთ საათზე მეტით დროით, არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე დაგვიანება გამოიწვევს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნას.
  • დამატებითი ინფორმაცია: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:

– ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება
– მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება
– უპირატესი საგანმანათლებლო ხარისხი

  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია

– ავტობიოგრაფია cv
– ფერადი სურათი 3X4
– განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
– სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი

  • საბუთების მიღება:

დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აფრიკის დასახლება ბესარიონ ჭიჭინაძისქ. № 10, პირველ სართული, კოლეჯის თანამშრომელთან მარინე კალაძესთან.

  • საბუთების მიღების ვადა: 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით.
  • სამუშაოზე აყვანა: სამუშაოზე აყვანა განხორციელდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა (თითო სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ფასდება 1 ქულით) და მინიმალური კომპეტენციის შედეგების გათვალისწინებით (მინიმალური კომპეტენციის შესაფასებლად კონკურსანტს ეძლევა 5 შეკითხვა, თითო სწორი პასუხი არის 1 ქულიანი). მინიმალურ კომპეტენციაში კონკურსანტის მიერ 2 ქულაზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში კონკურსანტს არ მიეცემა საბოლოო შეფასების ქულა.
  • გამარჯვებული ვალდებულია სწავლის დაწყებამდე გაიაროს შესაბამისი სასწავლო ტრეინინგი.

გასაუბრების ჩატარება: 2019 წლის 24 ოქტომბერს 12:00-ზე
შედეგების გამოცხადება:2019 წლის 25 ოქტომბერი.

CV გამოგზავნეთ: ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
240 16 87 გისურვებთ წარმატებას!

 

JoomShaper