სამთოელის დღე

სამთოელის დღეპროფესიული განათლების მხადაჭრისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კოლეჯი „სპექტრის“ ინიციატივით კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს თორნიკე ლიპარტიას პროფესიული ელჩის სტატუსი მიენიჭა.

კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით 17 დეკემბერს #სამთოელის დღე აღინიშნა.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით კაზრეთის ოფისში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც 3000-მდე თანამშრომლისთვის პროფეიული დღე უქმედ გამოცხადდა ხოლო თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ.

„სიმბოლურია, რომ სამთოელის დღე, ბარბარობის დღესასწაულზე იქნება. ამიერიდან “სამთოელის” დღე ჩვენს კომპანიაში დასვენება იქნება. ამ ტრადიციის დამკვიდრებით, გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ „არემჯის“ სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლების მიმართ.

ისინი თავისი ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ქმნიან სამთამადნო საქმეს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ კომანიას“- განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომპანიის თანამშრომლებს სამთოელის დღე საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა მათე ტაკიძემ მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

კოლეჯი „სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე:

„კომპანია, როდესაც აღნიშნავს პროფესიულ დღეს ეს არის განვითარების უმნიშვნელოვანესი ტენდეცნცია ჩვენს ქვეყანაში.

ბატონო თორნიკე , კომპანია „არემჯის“ უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისა და პროფესიული ღირებულებების განსაკუთრებული პატივისცემის გამო, რისთვისაც კოლეჯში მივიღეთ გადაწყვეტილება და „სპექტრის“ სახელით , გვსურს მოგანიჭოთ #პროფესიული_განათლების_ელჩის სტატუსი.

დღეს პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთერთი ქვაკუთხედია და წარმატებული კომპანიების მხარდაჭერა აძლიერებს მას.

გილოცავთ ! "

ღონისძიების დასასრულს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის მადლიერების ნიშნად „არემჯის“ გადაეცა „სპექტრისა“ კომპანია „აკაკის ხის“ მიერ დამზადებული ხის შანდალი , რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს გზას სინათლისაკენ „

ცნობისთვის:

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში „არემჯის“ წლის შემაჯამებელ საზეიმო ღონისძიებაზე 2019 წლის 6 საუკეთესო სამთოელი გამოვლინდა. რომლებსაც საჩუქრად სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცათ.

სამთოელის დღე

სამთოელის დღე

სამთოელის დღე

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper