დასაქმების ხელშეწყობა სპექტრში

დასაქმების ხელშეწყობა სპექტრშიკოლეჯი "სპექტრის" სტუდენტები 21 მაისს, კომპანია "მეტალტექნიკა"-ს დირექტორს თამაზ მეგრელიშვილს შეხვდნენ:

"კოლეჯში არცერთი სტუდენტი არ რჩება შეთავაზების გარეშე, არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმუმს, რათა თქვენი პროფესიული მომზადება, გადამზადება და დასაქმება წარმატებული იყოს"- ასე მიმართა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოწვეულ სტუდენტებს.

შეხვედრაზე კომპანია "მეტალტექნიკა"-ს დირექტორმა თამაზ მეგრელიშვილმა "სპექტრის" სტუდენტებს, რომლებიც ენერგეტიკის, შედუღების და ჰაერის კონდიცირების პროგრამებზე პროფესიულ განათლებას იღებენ დასაქმება შესთავაზა.

"ჩვენ ვეძებთ ისეთ კადრებს ვისაც უყვარს თავისი საქმე, თუ, ჩვენ შევიკრიბებით ერთად და ხარისხიანად გავართმევთ თავს ჩვენს მოვალეობებს ეროვნულ საქმეს გავაკეთებთ. მინდა აღვნიშნო, რომ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრისთვის სამუშაო ნამდვილად არის "

კოლეჯის სახელით მადლობას ვუხდით პარტნიორ კომპანიას თანამშრომლობისთვის.

"სპექტრის " პედაგოგებს და სტუდენტებს კი პროფესიულ და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ.

დასაქმების ხელშეწყობა სპექტრში title=

დასაქმების ხელშეწყობა სპექტრში title=

დასაქმების ხელშეწყობა სპექტრში title=

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper