პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყებასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

სწავლა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით - სრულიად უფასოდ!

პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, კოლეჯში „სპექტრი“ და ონლაინ - ვებ-გვერდზე: vet.emis.ge

"რეგისტრაცია დაშვებულია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

ტესტირების დრო და მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე."

რეგისტრაცია შეგიძლიათ ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა.

გისურვებთ წარმატებას!
კოლეჯი "სპექტრი"

საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამები

  1. ელექტროობა ( საბაზო )
  2. ელექტროობა (საშუალო )
  3. წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაცია (საშუალო)
  4. ჰაერის კონდიცირება (საშუალო)
  5. შედუღება ( საბაზო )
  6. აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოსშესრულება (საშუალო
  7. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტი (უმაღლესი);
  8. ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი (საბაზო)
  9. საავტომობილო გზების მშენებლობა (საბაზო);
  10. სამღებრო სამუშაოების მწარმოებელი (საბაზო)
  11. თაბაშირ-მუყაოსკონსტრუქციების მემონტაჟე (საბაზო)
  12. სახვითი ხელოვნების სპეციალისტი (საშუალო)
  13. ქვის სამუშაოების მწარმოებელი (საბაზო)
  14. საბათქაშე სამუშაოების მწარმოებელი (საბაზო)
  15. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი მე-5 საფეხური
  16. ფილამწყობი მე-3 საფეხური
  17. ვებ ინტერფეისის დეველოპერი მე-3 საფ.
  18. ზეინკალ-სანტექნიკოსი მე-3 საფ.

 

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper