შეხვედრა №156 საჯარო სკოლაში

შეხვედრა №156 საჯარო სკოლაში

საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" წარმომადგენლები დღეს, 28 სექტემბერს საზოგადოებაში პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისის №156 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.

შეკრებილ საზოგადოებას პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაცია კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მიაწოდა.

ღონისძიებას პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. მსმენელთა ინტერესის განსაკუთრებული საგანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები იყო.

შეხვედრის დასასრულს სკოლის ადმინისტრაციის და შეკრებილი საზოგადოების ინიციატივით, უახლოეს მომავალში მათი მონაწილეობით კოლეჯში საინფორმაციო ტიპის ტური დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სკოლის დირექტორის ნინო ბეგლარაშვილის ინიციატივით პედაგოგები და IX- X კლასის მოსწავლეები საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ სტუმრობდნენ. დაათვალიერეს სასწავლო გარემო, გაცვნენ საგანმანათლებლო პროგრამებს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერსო პროფესიების შესახებ.

შეგახსენებთ, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის 2018 წლის საშემოდგომო რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ, როგორც კოლეჯში „სპექტრი“, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, სრული ინფორმაცია იხილეთ აქ

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper