კოლეჯი „სპექტრი“ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

gamocdebis cxrili23-24 თებერვალს საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მონაწილეობს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენაში, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დაწვრილებით გაეცნონ სასწავლო პროგრამებს და დასაქმების შესაძლებლობებს, ასევე, გამოცდაზე წარმოდგენილს თანამედროვე დანადგარებს, რომელსაც მათ კოლეჯი სთავაზობს.

გამოფენა ყოველწლოურად იმართება და კოლეჯი აქტიურად იღებს მონაწილეობას, აღსანიშნავია, რომ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერთებთან ერთად შემუშავდა IV-V საფეხურის პროგრამები შემდეგი მიმართლებებით: ელექტრიკოსი, შემდუღებელი, კონდიცირება, მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალარინება, ხოლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.

კოლეჯში მიმდინარეობს სხვადასხვა სასწავლო მოკლევადიანი და გრძევადიანი პროგრამები, რომელზეც სწავლა ხორციელდება სრულიად უფასოდ და სდუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი ხარისხის პროფესიული განათლება, დასაქმდნენ და გახდნენ წარმატებულნი.

იხილეთ ფოტოალბომი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper