ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა საინფორმაციო პორტალთან „კვირა“

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა საინფორმაციო პორტალთან „კვირა“საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სააგენტო და კოლეჯი სამომავლოდ ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ხოსიტაშვილმა და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი “ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.

ტაკიძის განცხადებით, პორტალის მეშვეობით კოლეჯის სიახლეები და ღონისძიებები აქტიურად გაშუქდება. „ვფიქრობთ, დღეს „კვირა“ ერთ-ერთი წარმატებული სააგენტოა. მინდა, მას ერთი წლის იუბილე მივულოცო. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მცირე ასაკისაა, ის უკვე საკმაოდ ცნობადი სააგენტო გახდა და ვთვლი, რომ ინფორმაციულობით ერთ-ერთი გამორჩეულია. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ გამორჩეულ სააგენტოსთან ვითანამშრომლოთ. ვფიქრობ, ჩვენი ყველა ღონისძიება და აქტივობა გაშუქდება ამ პორტალის მეშვეობით kvira.ge-ზე“,- განაცხადა მათე ტაკიძემ.

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ 600- მდე სტუდენტი სწავლობს. მოსწავლეებს ნებისმიერი პროფესიის დაუფლება შეუძლიათ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მათე ტაკიძე აცხადებს, აქ მოსწავლეები ევროპულ განათლებას ეუფლებიან და დასრულების შემდეგ დასაქმებით უზრუნველყოფილნი იქნებიან. „კოლეჯს აქვს 28 მიმართულება. ეს არის კოლეჯი, სადაც პროფესიული ცოდნის მიღება სხვადასხვა ასაკის ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით შეუძლია. კოლეჯში ევროპული განათლების სისტემა მოქმედებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ მილიონნახევრიანი ევროს კერძო ინვესტიციის შემოტანა. ცხადია, ეს არ არის მარტივი, თუმცა ბიზნესთან სანდოობის მოპოვების შემდგომ მოხერხდა. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პარტნიორი. შეიქმნა ახალი პროექტი – „ევრომასტერი“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა ახალი ლაბორატორიები, თეორიული კაბინეტები, რომლებიც აღჭურვილია ინტერაქტიული პროექტორებითა და თანამედროვე სისტემებით. 1 თებერვლიდან ვაპირებთ აბიტურიენტების მიღებას. ვისაც სურს, მოკლე ვადაში მიიღოს ევროპული ტიპის განათლება და დასაქმდეს, შეუძლიათ მოგვმართონ.

დღეს საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა სოციალური ფაქტორი, ანუ დაუსაქმებლობაა – ჩვენს ლაბორატორიებში ადამიანებს ექნებათ საშუალება, მაქსიმალური განათლება მიიღონ და, მოტივაციის შემთხვევაში, მე მათ ვპირდები, რომ დასაქმების 100 % – ანი გარანტია ექნებათ. მერწმუნეთ, დღეს ბევრი სამუშაო ადგილი არსებობს, თუმცა, პროფესიული კადრების ნაკლებობაა. ჩვენ ძალიან ბევრ კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა და ეს პრობლემა თითქმის ყველგანაა. ამიტომ ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ მოტივაცია, რომ მიიღონ განათლება. აქ საუბარი მხოლოდ აკადემიურ განათლებაზე არ არის, არამედ – პროფესიონალური ცოდნის მიღებაზე. რომელიც დღეს ქვეყანას ძალიან სჭირდება“, – განაცხადა მათე ტაკიძემ. დღესვე მათე ტაკიძემ პორტალ „კვირას“, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „მემკვიდრეობის“ სახელით, ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.

წყარო: www.kvira.ge

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა საინფორმაციო პორტალთან „კვირა“

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper